1) პროექტის სახელი-,,ხარება და გოგია,,
2) პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით-მე-20 საუკუნეში საქართველოში უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, იმ დროინდელი მთავრობისათვის პოლიტიკურად საშიში ფირალების ცხოვრება.
3) პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან 1900-იანი წლების ეპოქას,როდესაც ქართველი ვაჟკაცები,რაინდები, თავგამოდებით იბრძოდნენ ყოველგვარი არსებული უსამართლობის და უზნეობის წინააღმდეგ, როდესაც მეფის რუსეთი ,მისი კოლონიური რეჟიმი ყოველთვის მძიმე სულიერ ტრამვად აწვა ქართველ ერს .მოსწავლეები გასვლით ექსკურსიას მოაწყობენ ახმეტის რაიონ სოფელ ართანაში, ეწვევიან სტუმრად ხარება ჯიბუტის ოჯახს. აიღებენ ინტერვიუს ოჯახის წევრებისაგან. გააკეთებენ ფოტო-ალბომს,მოამზადებენ პრეზენტაციას,გააკეთებენ ჩანახატებს,მაგალითად, მე-11 კლასელმა ჯული ელიზბარაშვილმა, დახატა ხარება და გოგიას კარიკატურები. ხარება თომასძე ჯიბუტის 30 წლის სიცოცხლე სავსეა ვაჟკაცური და სამართლიანი ბრძოლის საქმეებით. მისი მამა -თომა სიმონის ძე ჯიბუტი სასულიერო პირი იყო.ხარება დაიბადა ხარებობა დღეს. 4 წლის იყო იგი, როცა დედა გარდაეცვალა,8 წლისას მამაც გარდაეცვალა.იგი გრაფთან მუშაობას იწყებს მწყემსად .გრაფი ტიზენ ჰაუზენი ხარებას ერთგული სამსახურისათვის რჩეულ ცხენსაც ჩუქნის.როდესაც ხარება გაიზარდა და სახელითაც ცნობილი გახდა, სახალხო მოძრაობაში ჩაება და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი შექმნა :ხარება ჯიბუტი,გოგია კენკიშვილი,ილო ბებურიშვილი,სოლია ბიწკინაშვილი, გიორგი ბუზალაძე,ნიკა ბეჟუაშვილი,ჩიტო წიქარაძე,ვანო ღვინიაშვილი,ბალისაშვილი სიმონა,ჩოფიკაშვილი,მახნიაშვილი გიორგი,ანუ,,უტრუხუნე,,.....
4) მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
5) ვადების ხანგრძლივობა:1თვე (სასურველია ზაფხული)
6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჩანახატების შექმნა,წყაროების მოძიება,ფილმის მოძიება,რომელიც კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას მიერ არის გადაღებული,ხალხური ლექსის მოძიება,პრეზენტაცია
7) მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება ბლოგი,სადაც მოსწაბლეები გამოაქვეყნებენ თავისი დაკვირვების შედეგებს,გადაღებულ სურათებს,შესრულებული ნახატებით მოაწყობენ გამოფენას.
8)სარგებელი სხვებისთვის: გამომზეურდება ის ისტორიული მომენტები,რაც უცნობი იყო სხვებისთვის.კერძოდ, ის, თუ როგორ ეწეოდნენ ქველმოქმედებას ხარება და გოგია:ეხმარებოდნენ ქართველ სტუდენტებს,ფულს უგზავნიდნენ მოსკოვში სანდრო ახმეტელს.
9)სამუშაო ენა: ქართული
суббота, 20 марта 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)